logo_geo
ჯანო ანანიძე: მადლობა ყველას, ვინც ამ დღეებში გვერდში დამიდგა და ჩემი ტკივილი გაიზიარა!
- +

29 მარტი. 2018. 13:23



რომში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ჯანო ანანიძე გულშემატკივრებს მადლობას უხდის. ამის შესახებ ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„რამდენიმე საათის წინ დასრულდა ოპერაცია, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. გარკვეული პერიოდი რეაბილიტაციას დასჭირდება და იმედი მაქვს, ეს დრო მალე გაივლის. ჩემთვის ძალიან მძიმე და რთული წარმოსადგენი იყო ის, რაც მოხდა. ხანგრძლივი პერიოდი გამიცდა და მინდორზე დაბრუნებულს ისევ ასეთი სამწუხარო ფაქტი შემემთხვა. ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემდამი მხარდაჭერას და გვერდში დგომას განსაკუთრებულად ვგრძნობ, რისთვისაც მადლობელი ვარ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეებში გვერდში დამიდგა და ჩემი ტკივილი გაიზიარა", - წერს ჯანო ანანიძე.

 


 

 

big_banner
არქივი