logo_geo
კარლო კოპანიანი ბიძინა ივანიშვილზე: ვამაყობ ამ კაცის გვერდით რომ ვიდექი!...
- +

26 დეკემბერი. 2016. 11:26



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:


„ბატონმა ბიძინამ მაშინდელი მე-7 მოწვევის პარლამენტის მხოლოდ ამ წევრებს გვთხოვა გვერდით დავდგომოდით რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში 5 წლის უკან. მაშინ გუნდი ყალიბდებოდა, ქვეყანაში მიდიოდა ტოტალური ტერორი ივანიშვილის და საერთოდ ყველას წინააღმდეგ, ვინც მის გვერდით დადგებოდა. მაშინ ცოტანი ვიყავით. სამაგიეროდ ახლა „ვართ" ბევრი. პარტიის დამფუძნებლობა და ვეტერანობა ლამის შეურაცხმყოფელ სიტყვად იქცა. ერთადერთი კაცი ვისაც არაფერი დავიწყებია და ადამიანებს და მათ წარსულს სწორად აფასებს ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მართლაც ძალიან საშიში, მაგრამ ამასთან საინტერესო დრო იყო. ვამაყობ ამ კაცის გვერდით რომ ვიდექი და პატარა წვლილი მეც რომ მიმიძღვის ფაშისტური რეჟიმის დამარცხებაში", - წერს კარლო კოპალიანი.




 

big_banner
არქივი