logo_geo
ირაკლი შონია: ბადრი ზარანდია ცოცხალი აღარ არის და გამოძვრნენ სოროებიდან!...
- +

26 დეკემბერი. 2016. 11:43



ჟურნალისტი ირაკლი შონია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლისა და მისი მეგობრის, ბადრი ზარანდიას შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:



„ჩემს ძმას, ირაკლი შონიას, სახსოვრად ბადრი ზარანდიასგან"... დროისგან უკვე გაყვითლებული ბარათი... სახსოვრად დარჩენილი ავტოგრაფები, წერილები და ლექსები... მოგონებები, რომელიც დარდის და სევდის მომგვრელია, ვიდრე სიხარულის... საზოგადოებრივ, საჯარო ცხოვრებაში ასკეტად ქცეული ბადრი ზარანდია მკაცრ (ზოგისთვის სასტიკ) შთაბეჭდილებას ტოვებდა... სამეგობრო, ახლობელთა წრეში, აბსოლუტურად განსხვავებული იყო, მეტი დადებითი მუხტით, გულთბილი და ძალიან უბრალო... რა გინდოდა რომ მეთხოვა და არ შეასრულებდა, ზოგჯერ ისეთიც, რაც მის ძალებს აღემატებოდა... ძალიან დამაკლდა... დღეს ვინც ყეფს მის წინააღმდეგ, ის ხალხია, ვისი ხმაც არ ისმოდა სანამ ბადრი ცოცხალი იყო, თუ მაგარი ბიჭები იყვნენ და რამე პრეტენზია ჰქონდათ ბადრის სიცოცხეშივე უნდა ამოეღოთ ხმა, ახლა ბადრი ცოცხალი აღარ არის და გამოძვრნენ სოროებიდან, მათი საქციელი ვაჟკაცობა ნამდვილად არაა და მსგავსი რამ მხოლოდ სულმდაბალ და მდაბიო ადამიანებს ახასიათებთ! ამას წინათ, ერთ ადამიანს, რომელიც იმ წლებში, როცა ბადრი პატიმარი იყო, მასთან ერთად იხდიდა სასჯელს, დაკითხვა მოუწყო იმ ხალხმა, ვინც მე ვამხილე პრეზიდენტის ღალატში და დღეს შიშით არიან ჩასაფრებულები, მათი სამხილებელი რამე ხომ არ დატოვა ბადრიმ, ამ ყოფილ პატიმარს ეკითხებიან, ხომ არაფერი შეუმჩნევია პატიმრობის დროს, რომ ბადრის რამე ხელნაწერი გადმოეცა ჩემთვის, ალბათ, ირაკლი ხელსაყრელ მომენტს ელოდება რომ ჩანაწერები გამოაქვეყნოსო, ყოფილ პატიმარს მხრები აუჩეჩებია... ასე უნდა ცხოვრობდეთ ზუსტად მომავლის შიშით ვინც დამნაშვეები ხართ, ისე მართლა რა იცით, ერთ მშვენიერ დღეს იქნებ მართლა გაგანადგუროთ სამუდამოდ? „ომი" ჯერ არ დასრულებულა!" - წერს ირაკლი შონია.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი