logo_geo
ნათია ნოდია: ქართველობაა, რაც კახა კალაძემ სულ ახლახან გააკეთა...
- +

30 მარტი. 2018. 17:29



ჟურნალისტი ნათია ნოდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„არ არის რა, ქართველობა „გრუზინობა", ქართველობა ცოტა სხვა რამეა:

 

ქართველობაა, 14 ანბანიდან ერთი და ყველაზე ლამაზი რომ შენია.

 

ქართველობაა მუსლიმანურ გარემოცვაში იმედის კონცხად აღმოცენებული, უძველესი ევროპული და მართლმადიდებლური ცივილიზაცია.

 

ქართველობაა აღმაშენებლის გენია, ცოტნე დადიანის თავგანწირვა, ილიას სინათლე.

 

ქართველობაა ანწუხელიძის, დამენიას, ტატუნაშვილის მოვლინება.

 

ქართველობაა, რაც კახა კალაძემ სულ ახლახან გააკეთა და ზოგიერთებმა შერჩევით სამართლად ჩაუთვალეს.

 

ქართველობაა გიორგი კვირიკაშვილის სიკეთე.

 

ასევე „ქართველობაა" დაუდხანობა, ყორღანაშვილობა, ორჯონიკიძეობაც...

 

„ქართველობაა" რამდენიმე ნიშნიანი ხელფასი ამდენი გაჭირვებული შენიანისვე ფონზე.

 

ქართველობაა ისიც, როცა ამ პოსტს კითხულობ და ყელში ბურთი გებჯინება, ან დამცინავად ქირქილებ. ორი უკიდურესობიდან ერთ-ერთს რომ ირჩევ...

 

ზოგჯერ ვფიქრობ, ინდივიდს ერთან ის პრეტენზიები აქვს, რაც საკუთარ თავთან-მეთქი.

 

და მე მეტ თავმოყვარეობას ვისურვებდი", - წერს ნოდია.


 


 

big_banner
არქივი