logo_geo
დავით დარჩიაშვილი: ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს...
- +

26 დეკემბერი. 2016. 12:54



„8 წელია „ნაციონალური მოძრაობის" ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„(ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი „ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ჰქვია", - წერს დარჩიაშვილი.


მისივე თქმით, თუ მიშამ ჩათვალა, რომ მისი ძველი თანამებრძოლები მოღალატეები გამხდარან, ახლა იმათ უნდა დაეყრდნოს, ვინც უკეთეს ოდას მიუძღვნის.


რაც შეეხება გასულ არჩევნებს, დარჩიაშვილის შეფასებით, ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი.


„ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. რა გინდა, მასთან კონფრონტაციას შევუწყო ხელი? აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებსთქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

 

 


 

big_banner
არქივი