logo_geo
„ოცნებები ხდება!“
- +

1 აპრილი. 2018. 21:15



ქეთი კვახაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„ოცნებები ხდება", - წერს ქეთი კვახაძე.

 

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს ბიზნესსაქმიანობისთვის მზიურის პარკში​ ჯიხური  გადასცა.


პატარა ბიზნესმენმა ჯიხურის სახელი თბილის მერთან ერთად შეარჩია. „გიგის წვენები" მუშაობას ხვალიდან დაიწყებს, თუმცა მანამადე გიგიმ ახალდდაწურული წვენი მზიურში შეკრებილ სტუმრებს დააგემოვნებინა.


15 წლის ბიჭის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე 28 მარტს ისაუბრა.


როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, გიგი ანთაძეს ცერებრალური დამბლა აქვს, წლებია, რუსთაველის გამზირზე, საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის და გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებმა შესაძლოა, მას გარკვეული პრობლემები შეუქმნას. კალაძემ თავის მოადგილეს დაავალა, გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დახმარებოდნენ.




 

 

 

 

 

 

 


 

 

big_banner
არქივი