logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: კომუნისტები ჩვენს მაგალითზეც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საქმე ცუდად ჰქონდათ...
- +

3 აპრილი. 2018. 16:16



„კომუნისტები ჩვენს მაგალითზეც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საქმე ცუდად ჰქონდათ..." - წერს ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.


„1988 წელს უნივერსიტეტი რომ დავამთავრეთ, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერქვა, იმ შემოდგომაზე იყო, უნივერსიტეტის ეზოდან ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო, 1989-ში უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა, მერე 9 აპრილი იყო და ყველაფერი საბჭოთა რეჟიმის დამხობისკენ მიდიოდა. გუშინ აღმოვაჩინეთ, როცა ჩვენი ჯგუფის ჟურნალი გამოვაჩინე, სსრკ-ს კარგი არაფერი ეწერა, რადგან ლექციებზე ( პარტიული მშენებლობა, პარტისტორია, 26-ე ყრილობა და პრესა, მეცკომი) ჩემი ჯგუფის ელიტარული ნაწილი კარგა ხნით ადრე აღარ „დეიარებოდა" და ფაქტობრივად, ლექტორები 2-3 სტუდენტის ამარა ელოდა ზარის დარეკვას... გუშინ ამ ჟურნალის განხილვისას ყველას ერთი კითხვა გვიჩნდებოდა - ნეტა, რატომ არ გაგვრიცხეს, ჰააა?

მოკლედ, კომუნისტები ჩვენს მაგალითზეც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საქმე ცუდად ჰქონდათ... „პერესტროიკის" მამებთან ერთად, ასეთი წვლილი მიგვიძღვის დიადი საბჭოეთის დაქცევაში!!!" - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი