logo_geo
თამარ ჩერგოლეიშვილი: უხდება ჩემი გაკეთებული ლოგო!
- +

4 აპრილი. 2018. 01:22

 

 

„ჩამოთრეულები რომ ქართველობას გვართმევენ", მაგაზე შემოკრავს განგაშის ზარებს - შემდეგ სერიაში. რეალურად, ამ გამოსვლით პარტიულ აქტივს ამშვიდებს", - ამ სიტყვებით „ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.

 

„დემორალიზებულები არიან - ხონში და ვანში ვერ იღებენ მონაწილეობას, იციან რომ მესამე ადგილზე გავლენ და მთავარი ოპოზიციის სტატუსს ებღაუჭებიან.

 

ამიტომ აბოლებს, რომ საპრეზიდენტოს მოიგებს და მერე ჩამოვა... მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოვა, მერე უკვე „არჩევნებს აზრი არ აქვს, აუქციონებს მივაწვეთ" - ხაზზე გადავა.

 

P.S. უხდება ჩემი გაკეთებული ლოგო, შარავანდედივით ადგას" , - წერს ჩერგოლეიშვილი.

 

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი