logo_geo
ირაკლი კუპრაძე: რა დონის მამაძაღლი უნდა იყო, რომ შენს გაკეთებულ ბოროტებაზე ამბობდე, ისევ მე უნდა გიშველოთო!
- +

4 აპრილი. 2018. 02:45

 

„აუდიტორია 115”-ის წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალური ქსელში წერს:

 

„კურიერი ორი რეპორტაჟით დაიწყო:

 

– პირველ რეპორტაჟში სააკაშვილი ჩაერთო და ბანკებზე ისაუბრა: თურმე, როგორ გაიზარდა ბანკების მოგება კოლოსალურად, მოვალეთა რეესტრში ასევე უამრავი ადამიანია რეგისტრირებული, ათასობით ოჯახმა სახლი დაკარგა და ქუჩაში აღმოჩნდა, კიდევ ათასობით კი გამოსახლების მოლოდინშია. სააკაშვილმა ჩამოვალ და ბანკებს ვაზღვევინებ ყველაფერსო.

 

– მეორე რეპორტაჟი RMG gold-ის და გაერთიანებული ოპოზიციის ჯახზეა. სადაც ოპოზიცია, ნაცმოძრაობა და სხვები RMG გოლდს აკრიტიკებენ. საუბრობენ, რომ სახელმწიფო და კომპანია ერთმანეთს გაურიგდა, რის გამოც იწირებიან ადამიანები, სახელმწიფოს ქონება, ეკოლოგია და საჯარო ინტერესი.

 

ოპოზიციის, სააკაშვილის, ნაცმოძრაობის და სხვების ორივე ეს გამოსვლა არის მამალი პოპულიზმი და სპეკულაცია, ხალხის მოტყუების კიდევ ერთი მცდელობა. ბანკები ამ მძიმე მდგომარეობაში რომ აგდებენ მოსახლეობას ულიმიტო საპროცენტო განაკვეთებით, გამოსახლებებით, კონფისკაციით, სწორედ სააკაშვილის და მათი დაწყებული საქმეა. მათმა მიდგომებმა მიგვიყვანა ჯოჯოხეთმდე. დარწმუნებული ვარ დღემდე ასე ფიქრობენ ნაცმოძრაობაშიც, უბრალოდ პოპულიზმისთვის სჭირდებათ ეს სპექტაკლები.

 

რა დონის მამაძაღლი უნდა იყო, რომ შენს გაკეთებულ ბოროტებაზე ამბობდე, ეს რა საშინელება ხდება, ისევ მე უნდა გიშველოთო”, – წერს ირაკლი კუპრავა.

 

 

 

 

big_banner
არქივი