logo_geo
ნინო ჯღარკავა: რამდენს ბედავენ უკვე!
- +

4 აპრილი. 2018. 12:33

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ ქვეყანაზე ყველაფერს აქვს ზღვარი, გარდა ამ ცილისმწამებელი ქალისა, „კავკასიაზე“ წამომჯდარა, აქუბარდიასთან ერთად და ჭორაობენ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, თურმე მე რატომ მაქვს უფლება, ვწერო პოსტები, რა ლექსიკა მაქვს თურმე, ამას მისწორებს უზრდელი კილაძე და იქვე აქუ უგრძელებს, აბა რაა, დასახურია ეგ კანტორაო. ამ ორ ჭორიკანას მინდა ვუთხრა, ის დასახური კანტორა 250 მილიონ მოგებაზე გავიდა წელს და ბიუჯეტი შეავსოო. იმ მეორე ცრუპენტელა ქალს კი მინდა შევახსენო, რომ რაც შენ ამ 6 წლის განმავლობაში გიკადრებია, იმას თავმოყვარე ქალი არ იკადრებდა და თურმე ეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ყოფილა. სხვასაც აქვს სიტყვის გამოხატვის უფლებაც და საკუთარი პირადი სივრცეც, მართლა ნუ გადაისვარეთ ყველამ თავზე და შენი მიშა რომ ვერ ჩამოვა ვერასდროს, ამას შეეგუე! რამდენს ბედავენ უკვე!“ - წერს ნინო ჯღარკავა.

big_banner
არქივი