logo_geo
გიორგი უშიკიშვილი: კარგი იქნება, სანამ რამეზე აღვშფოთდებით, მანამდე კარგად გავიაზროთ
- +

5 აპრილი. 2018. 13:47

 

არჩილ სულაკაურის ლექსზე („ჟღალი მიმინო“) დაწერილმა სიმღერამ, რომელიც კონკურსანტმა პროექტ „მხოლოდ ქართულში“ შეასრულა, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია...

ჟიურის ვერც ერთმა წევრმა ვერ გაიხსენა ვერც სიმღერა, ვერც შემსრულებელი და ვერც კომპოზიტორი.

მომხდარს გიორგი უშიკიშვილი ფეისბუქ-გვერდზე გამოეხმაურა: „როგორ ჩანს, ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ან მოსმენა არ იცის და ან განგებ არ უნდა, რომ მოისმინოს და გაიაზროს. ამ „ჟღალი მიმინოს“ არცოდნას რომ გვაბრალებთ ჟიურის, უნდა შეგახსენოთ, რომ „მხოლოდ ქართული“ სიმღერის კონკურსია და არა პოეზიის. არავის უთქვამს, რომ ლექსი ვერ ვიცანით, საერთოდ ლექსზე საუბარიც არ ყოფილა. თორემ ლექსის ავტორი რომ არჩილ სულაკაურია, გასაგებია. ჩვენ ვერ ვიცანით სიმღერა, იმიტომ რომ იყო ცუდად ნამღერი და ვერც თავი გავუგეთ და ვერც ბოლო.  შესაბამისად, კარგი იქნება, სანამ რამეზე აღვშფოთდებით, მანამდე კარგად გავიაზროთ. ისე, ამ ხალხის აღშფოთება არსად არ მომისმენია, ჩვენს უნიკალურ ხალხურ მუსიკას რომ ვკარგავთ ნელ-ნელა.  „ჟღალი მიმინოს“ (სიმღერის) არცოდნა კი ვერ გვაპატიეს“, - წერს გიორგი უშიკიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი