logo_geo
პაატა ქურდაძე: 20 იანვარს „ნაციონალები“ საკუთარ თავს დაისჯიან...
- +

27 დეკემბერი. 2016. 00:17


 

„გახსოვთ კაფკას პოლკოვნიკის ტრაგედია - „პენიტენციალური კოლონიიდან"? ამ ბოლო დროს „ნაციონალები"  - „სალაფისტებიც" და სეპარატისტებიც ძალიან მაგონებენ ამ კაცს...", - ამ სიტყვებით მწერალი პაატა ქურდაძე „ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ჩემი აზრით, 20 იანვარს მასობრივად დაწვებიან ამჟამად უკრაინაში მოღვაწე მათი კოლონიის დირქტორის მიერ შექმნილ სრულყოფილი პოლიტიკური სიკვდილის მანქანის ქვეშ, პირში კაუჩუკის ნაჭერით თუ ღრუბლელით (აღარ მახსოვს) ... და საკუთარ თავს დაისჯიან... მანქანა მკერდზე დააწერს დანაშაულის სახელს - სვარაუდოდ ეს სიტყვა იქნება „თაყვანისცემა", რომლიც ამპარტავნბის მეორე მხარეა და ჩემი აზრით, კიდევ უფრო მომაკვდინებელი ცოდვაა",- წერს ქურდაძე.


აქვე გთავაზობთ დავით დარჩიაშვილის განცხადებას:


„8 წელია „ნაციონალური მოძრაობის" ორომტრიალში ვარ, ვიცავ მიშას პოლიტიკურ მემკვიდრეობას და ბოლოს მიშასგან ვიღებ მოღალატის იარლიყს.

 

(ის, რომ მიშას ეს სიტყვა არ უთქვამს, როგორც ბაქრაძის ინტერვიუს შემდეგ ახსნა, თვალთმაქცობაა: მას უხარია, მისი „ხუნვეიბინები" რომ ილანძღებიან ჩვენი მისამართით, ახალისებს ამას და თავად ყოფილ თანამებრძოლებს გვეძახის). ეს ჩემთვის აღარაა პოლიტიკა, ამას სულ სხვა სახელი ჰქვია.

 

ნაცებს არ გვენდობა მოსახლეობის უმეტესობა. რა გინდა, მასთან კონფრონტაციას შევუწყო ხელი? აქამდე სად ვიყავი, ხომ? იქ, რომ ვფიქრობდი, ამ უნდობლობას გადავტეხავთ, ხალხი გაგვიგებსთქო. ვერ გაგვიგო. ის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მასობრივი გაყალბება იყო, არის ბლეფი",- წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე დარჩიაშვილი. 


 

big_banner
არქივი