logo_geo
არჩილ გამზარდია: ლამაზი და ემოციური გამოსვლა ჰქონდა პირველ პრეზიდენტს, როგორც ყოველთვის...
- +

9 აპრილი. 2018. 11:52

 

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ სამშობლოვ, რომლისთვისაც მზად დღესაც არ ვართ საკმარისად, მაგრამ ვცდილობთ“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოღრუბლული ამინდი იყო 1991 წლის 9 აპრილი. მე-12 წელში ვიყავი. მე და ჩემი კლასელი გავიპარეთ თავისუფლების მოედანზე. კარგა ხანს ვიდექით. შემდეგ გამსახურდია გამოვიდა ხალხში. „ეს დღეა დღე ცრემლიანი სიხარულისო“ - თქვა. ცრემლიანი 1989 წლის ტრაგედიის გამო და სიხარულისა იმიტომ, რომ ამ დღეს კვლავ თავისუფლება მოვიპოვეთ. ლამაზი და ემოციური გამოსვლა ჰქონდა პირველ პრეზიდენტს, როგორც ყოველთვის.

 

მას შემდეგ ეს დღე გლოვაზე მეტად გამარჯვების დღეა ჩემთვის.

 

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ სამშობლოვ, რომლისთვისაც მზად დღესაც არ ვართ საკმარისად, მაგრამ ვცდილობთ“, - წერს გამზარდია.

 

 

big_banner
არქივი