logo_geo
როლანდ ხოჯანაშვილი: იმედია ვასილ ბესელია ღირსეულად გააგრძელებს საჯარო მსახურებას
- +

10 აპრილი. 2018. 18:38

 

 

იმედია, ვასილ ბესელია ღირსეულად გააგრძელებს საჯარო მსახურებას“, - წერს ჟურნალისტი როლანდ ხოჯანაშვილი სოციალურ ქსელში და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვესაუბრე სენაკის მერს. რამდენიმე წუთი გვქონდა საუბარი. ვფიქრობ, რომ ამ რაფინირებული და დახვეწილი, სრულიად კომპრომისული და ურთიერთპატივისცემაზე აგებული კომუნიკაცია შედეგს გამოიღებს!

 

იმედია, ჩვენი ვასილ ბესელია ღირსეულად გააგრძელებს საჯარო მსახურებას. პოეტობასაც, ბუნებრივია (აბა, პოეზიის „შეწყვეტას“ ვინ აპატიებს მაგას!)“ - წერს როლანდ ხოჯანაშვილი.

 

ცნობისთვის, დღეს როლანდ ხოჯანაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენაკის მერიის კულტურის სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად პოეტი ვასილ ბესელია სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

 

 

big_banner
არქივი