logo_geo
„ის ჩემი ერთგული მეგობარია, არავის სტკენს გულს“ - მამა პეტრემ შუშანას ლექსი მიუძღვნა
- +

10 აპრილი. 2018. 22:23

 

 

გიშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელმა გორის კოლორიტის, საყვარელი შუშანას გამოსვლა ნახა. შეყვარებულისთვის მიძღვნილმა სიმღერამ ბევრს გული აუჩუყა. მაყურებლის უმეტესობა დადებითად განეწყო ამ ქალბატონის მიმართ. დღეს უკვე მის პროექტში დაბრუნებასაც კი ითხოვენ სოციალურ ქსელში.

 

მამა პეტრე შუშანას მეგობარია. ამის შესახებ პეტრე კოლხმა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„ჩემი შუშანა, ჩემი კეთილი და ნიჭიერი... რაც მთავარია, პირველ რიგში ადამიანი, რომელიც არავის სტკენს გულს... ის ჩემი ერთგული მეგობარია...“ - წერს მამა პეტრე და გუშინდელი „მხოლოდ ქართულის“ მთავარ გმირთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

 

პეტრე კოლხმა დღეს გორის კოლორიტს ლექსიც დაუწერა.

 

„ჩემ შუშანას

 

რას გაიგებ, ეს ცხოვრება საით მიდის,

ზოგს გვირგვინი შეხვდა წილად, ზოგს დაცინვა...

შენ ხარ ჩემი ოკეანის მარგალიტი,

არასოდეს მოგერევა სულში ყინვა...

 

ვინ რა იცის შენი ფასი, ან ვინ გიცნობს,

შენს გოლგოთას ყოველ დილით ასჯერ იწყებ...

და შენს ღმერთთან იქნებ მეც არ დამივიწყო...

მე ვიცი რომ ვერასოდეს დაგივიწყებ...“

 

 

big_banner
არქივი