logo_geo
„ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და მზე ამოვიდა“ - ინგა გრიგოლია წლის ჟურნალისტად დასახელდა
- +

27 დეკემბერი. 2016. 15:13



ინგა გრიგოლია GHN-მა წლის ჟურნალისტად დაასახელა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:


„მართლა პატარა ბავშვივით გამიხარდა თითოეული თქვენგანის მოლოცვა და ტკბილი სიტყვები...  საშინლად რთული წელი მქონდა, ყველაზე რთული წელი, რაც კი ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების განმავლობაში მქონია...

 

უსამსახურობით დაიწყო, მერე ბევრი წვალება, რომ გაგვეკეთებინა ახალი ტელევიზია, მერე რამდენიმე თვე ყველაზე საზიზღარი პერიოდი, როცა პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით მაშანტაჟებდნენ და ამის გამკეთებელ პოლიტიკურ აჩრდილებს ვებრძოდი... მოკლედ, ბევრი ნერვიულობა და ემოცია...

 

მერე, წლის ბოლოსკენ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და იმხელა მზე ამოვიდა, რომ უკვე ახალი გრანდიოზული გეგმებიც დავსახეთ.. ხოდა, რატომ დავწერე ეს? დღეს რომ GHN-მა ეს ნომინაცია გადმომცა, ასე არასდროს არც ერთი ჯილდო არ გამხარებია. რაღაც განსაკუთრებულად გამიხარდა ამ მძიმე წლის ბოლოს და კიდევ უფრო ასმაგად გამიხარდა და გამაბედნიერა თქვენმა ამდენმა მოლოცვამ. გულით მიყვარხართ მე თქვენ. უდიდესი მადლობა თითოეული სიტყვისთვის. გამაბედნიერეთ!" - წერს ინგა გრიგოლია.




 

big_banner
არქივი