logo_geo
განო მელითაური: დედამიწაზე გავლით იყო… აუცილებლად შევხვდებით...
- +

11 აპრილი. 2018. 14:51

 

განო მელითაური გარდაცვლილ მეუღლეს, მსახიობ კოტე თოლორდავა იხსენებს:

 

„დედამიწაზე გავლით იყო, ვერ დაეტია ცისფერი ბურთის მავთულხლართებში, ფეერიული, სანუკვარი დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქა სამყაროს, რომელმაც 11 აპრილს უკითხავად წამართვა სათავისოდ.

რჩეულები ფარვანებს ჰგვანან… სულერთია ახსოვთ თუ არა. პირობითია საჯარო დატირება. გლოვა და სტატუსები! სამყაროს სიკეთის ენერგია სათავისოდ მიაქვს, რათა გაასმაგებული ათინათებით დაუბრუნოს კაცობრიობას… იქ, სადაც ერთი დიდი სივრცეა სიყვარულისთვის, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, მისი გული ძგერას განაგრძობს!

ბედნიერი ვარ, რომ 8 სიცოცხლით სავსე წელიწადი ვაჩუქეთ ერთმანეთს, რომელიმე მზის ან გალაქტიკის მემილიონე განზომილებაში უკვე სახეცვლილები და დაბრძენებულები აუცილებლად შევხვდებით. დანკო”, – წერს განო მელითაური „facebook“-გვერდზე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი