logo_geo
ირაკლი ზაქარეიშვილი: წვერცანცარა დარჩიაშვილო! შენი დაფანჩული ქინქლა წვერის ფასი ხარ!
- +

27 დეკემბერი. 2016. 15:25


 

 

 

 

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით დარჩიაშვილს მიმართავს:


„დავით დარჩიაშვილო... ცხადია, გარეწარს ნამუსი არ გაქვს და არც დაგამუნათებ, პირდაპირ გეტყვი:

 

თავის დროზე, რომელი წიაღიდანაც გამოცხვა „გირგვლიანის" თემა, იმავე წიაღში შეიჭირხნებით პოლიტიკურად და შებრუნდებით ФСБ-ს ჯინის ბოთლში!..

 

ხალხი უსათუოდ გაიგებს, რომ „გირგვლიანის" საქმე და „ციხის კადრები" ერთი სპექტაკლის ორი მიზანსცენაა!

 

„გირგვლიანის" საქმე იმთავითვე გაყალბდა იმ მიმართულებით, რომ დათა ახალია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან ჩამოეშორებინათ, ყველა პროცესებიდან გაერიყათ და ხელგახსნილებს უკეთ გამოეთხარათ ძირი სახელმწიფოსთვის!..

 

„გირგვლიანის" თემისა თუ სხვა აგორებული თემების თრევა-თრევით, მართლაც შეარყიეს ქვეყანა და შედეგიც სახეზეა!

 

P.S. პოლიტიკურად ცანცარავ და წვერცანცარა დარჩიაშვილო!.. მაგ შენი დაფანჩული ქინქლა წვერის ფასი ღირხარ, მეტი არა... დარწმუნებული ვარ, შენს კომუნისტურ სიხარბეს არ გამორჩებოდა „გირგვლიანის" თემატურ აქციებზე ნათრევთა ხოშტარ-ხუშტურში გადახდილი ფასის ნაწილი!" - წერს ზაქარიაშვილი.




 

big_banner
არქივი