logo_geo
ირმა ინაშვილი: „ფრიდომ ჰაუსი“, როგორც წესი, სააკაშვილის რეჟიმს „აპრავებდა“!
- +

12 აპრილი. 2018. 23:37

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს რომ ვინმე გაბედავს და იტყვის,- საქართველოში მედია არაა თავისუფალი, იმას მართლა სიცხე უნდა გავუზომოთ. ან „ფრიდომ ჰაუსი“ რომელი მიუკერძოებელი და ობიექტური ორგანიზაციაა?! „ფრიდომ ჰაუსი“, როგორც წესი, სააკაშვილის რეჟიმს „აპრავებდა“. ჩემი აზრით, ამ თემაზე ქართველმა ჟურნალისტებმა უფრო გულწრფელად და გაბედულად უნდა ისაუბრონ. მართლა მაინტერესებს, 2004 წელს წაგვართვეს „ობიექტივი“ და თითქმის 10 წელი შევალიეთ არხის დაბრუნებისთვის ბრძოლას... 40-ზე მეტი ტელეარხი ჩაიდეს ჯიბეში. მესაკუთრეებს უსწორდებოდნენ ყველა მეთოდით. ჩვენი არხის დირექტორი ისე ცემეს, დაყრუვდა! ახლა „ფრიდომ ჰაუსი“ რაში ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ დღეს მედია თავისუფალი არაა და სააკაშვილის დროს დემოკრატიის ექსტაზი იყო?! კარგით, რა. სირცხვილია, მართლა. მკაფიოდ ვამბობ: დღეს საქართველოში მედია თავისუფალია და ჟურნალისტებს არავინ ართმევს პროფესიას!“ - წერს ირმა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი