logo_geo
ირმა ინაშვილი: რომ იცოდეთ, ასეთი... სკამის ვნებით შეპყრობილები კარიერას ხშირად სევდიანად ამთავრებენ!
- +

13 აპრილი. 2018. 20:42

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა თანამდებობის პირს (მითუმეტეს, ვინც არჩეულია ხალხის მიერ) უნდა ესმოდეს, რომ ეს თანამდებობა მემკვიდრეობითი არაა და მისთვის არ მიუნიჭებია და მარადიულად არ დაუტოვებია მამას, ბაბუას ან სიდედრს. როცა პირი ინიშნება ან ირჩევა ამა თუ იმ პოლიტიკურ პოსტზე, პირველ რიგში, გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თუ ვერ ან არ ივარგებს, წავა და ეს არაა საერთო ეროვნული ტრაგედია. მეტიც, ეს ტრაგედია საერთოდ არ არის. დააკვირდით, რა ხდება და რა ფრაზები ისმის საქართველოში:

 

„ვერ გადამაყენებთ“, „არსად არ ვაპირებ წასვლას“, „მოლოდინი, რომ დავტოვებ პოსტს, ილუზორულია“... კოლეგებო, თანამდებობას ტოვებთ, ოჯახს და ცოლ-შვილს ხომ არა, რა გჭირთ?! მაგრამ, ვატყობ, ზოგიერთი ოჯახის დატოვებას უფრო შეეგუება, ვიდრე პოსტიდან ღირსეულად წასვლას. და რომ იცოდეთ, ასეთი... სკამის ვნებით შეპყრობილები კარიერას ხშირად სევდიანად ამთავრებენ“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი