logo_geo
ნინო ლაბარტყავა: მეზობლის თქმით, 4 და 7 წლის ასაკის არიან ის ბავშვები, რომელთაც თვალწინ დედა მოუკლეს...
- +

13 აპრილი. 2018. 21:00

 

ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა სოციალურ ქსელში წერს:

 

„ერთ–ერთი მეზობლის თქმით, 4 და 7 წლის ასაკის არიან ის ბავშვები, რომელთაც თვალწინ დედა მოუკლეს... როგორც ამბობენ, მკვლელი გარდაცვლილი გოგონას მამინაცვალია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შერიგება უნდოდა. ქალი შერიგების წინააღმდეგი ყოფილა და იმ ცხოველს უთქვამს – მაშინ ახლა ავდგები და გაგამწარებო და თავის გერს, ორი შვილის დედას, ყელი გამოჭრა...

 

აი, ასეთ ცხოველებს სასჯელის უმაღლეს ზომად უვადო პატიმრობა კი არა, სიკვდილი უნდა მიუსაჯონ! ასეთი არაადამიანები „ჰუმანურ“ უვადო პატიმრობას არ უნდა იხდიდნენ, უნდა ადგე და დააჭედო ტყვია იმ თავში, რომელ თავშიც ასეთი საშინელების ჩადენა მოუვიდათ!

 

შოკირებული ვარ“, - წერს ლაბარტყავა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი