logo_geo
ლაშა ნაცვლიშვილი: ჯერ არაფერი უთქვამთ ავლაბრის რეზიდენციის ბუდუარის სეფექალებს, რაო, ვერ პრავდებაო?
- +

15 აპრილი. 2018. 22:04

 

„ჯერ არაფერი უთქვამთ ავლაბრის რეზიდენციის ბუდუარის სეფექალებს, რაო, ვერ პრავდებაო?“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი წერს და აქვე 15 თებერვალს მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ავრცელებს:

 

„ისე გაუვიდათ ყავლი კომუნისტებს, ისე აღესრულნენ და შეუერთდნენ პოლიტიკურ მარადისობას, 1913 წლის მონაცემებთან ჩვენი ცხოვრების დონის შედარება და ამით ტრაბახი ვერ მოიშალეს. ასეა მარგველაშვილიც - სააკაშვილზე ბევრად ნაკლები ხალხი მყავს შეწყალებულიო, ამაყად განგვიცხადა აგერ უკვე მეორე ეთერიდან. შე კაი დედმამიშვილო, კაცის დაჭერა-გაშვება ბიზნესად რომ ჰქონდა ქცეული, რაღა სულ იმ მიშაზე გაქვს სწორება, აგერ ესტონეთის ოთხ პრეზიდენტს, ჯამურად, მთელი დამოუკიდებლობის მანძილზე, სულ 120 კაცი ჰყავს შეწყალებული და ეს მიდგომა აგეღო ორიენტირად, ჰუმანური მართლმსაჯულების ევროპულ სტანდარტზე რომ დაიღვარე ტირადად. სხვისკენ კი იშვერდი ხელს, სკამმა შეცვალა „ოცნებაში“ ხალხიო, მაგრამ აქაც თვითლუსტრაცია გამოგივიდა - მიშას სკამში რომ ჩაასვენებ დაღლილ ხორცს, ეტყობა, მიშას ვნებებზე მოჭრილი ყველა საწყაული მშობლიური და ღვიძლი ხდება...“ - წერს ნაცვლიშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი