logo_geo
ხათუნა მიქაცაძე: დღეს იმ ბიჭის დაბადების დღეა, რომელიც ერთგულებისთვის დასაჯეს და გაწირეს...
- +

16 აპრილი. 2018. 18:56

 

 

„დღეს იმ ბიჭის დაბადების დღეა, რომელმაც სამშობლოსთვის თავისი წილი ტვირთი ღირსებით ატარა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლუკა კურტანიძის მეუღლე ხათუნა მიქაცაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დიახ, დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა.

იმ ბიჭის, რომელსაც მამა აფხაზეთში მოუკლეს.

იმ ბიჭის, რომელმაც მშობლის, შვილის, მამის და ძმის ტვირთი ერთნაირად იტვირთა და ბევრი შეცდომით, მარცხით და გამარჯვებებით დღემდე ღირსეულად მოიტანა.

იმ ბიჭის, რომელმაც მეგობრობა სიცოცხლის ფასად იცის, არადა, თავად ბევრჯერ უღალატეს.

იმ ბიჭის, რომელმაც სამშობლოსთვის თავისი წილი ტვირთი ღირსებით ატარა.

იმ ბიჭის, რომელიც ერთგულებისთვის დასაჯეს და გაწირეს.

იმ ბიჭის, რომელიც იდეალისტია და ყველა იდეალი მის თვალწინ ნელ-ნელა გაუფასურდა.

იმ ბიჭის, რომელსაც სიცოცხლე მხოლოდ თავის სამშობლოში შეუძლია და რომელმაც სხვა ქვეყანაში ბევრ მილიონიან კონტრაქტებზე უარი თქვა.

დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა...“ - წერს ხათუნა მიქაცაძე.

 

 

big_banner
არქივი