logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: sos! რუსული ბარბარიზმებისგან თავდახსნილებს ახლა სხვა ენა გვიტევს
- +

17 აპრილი. 2018. 16:59

 

 

„sos! რუსული ბარბარიზმებისგან თავდახსნილებს ახლა სხვა ენა გვიტევს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაგვანაგვიანებს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მენეჯერი - ხელმძღვანელი

გამყიდველი - ნოქარი

ვიზუალი - გარეგნული

ვერბალური - სიტყვიერი

გენდერული - სქესობრივი

იმიჯი - სახე, რეპუტაცია

რეზულტატი - შედეგი

ვოიაჟი - მოგზაურობა (ირონიულად)

ბიზნესმენი - საქმოსანი

ფეისკონტროლი - შემოწმება

ცივილური - სამოქალაქო

პიაცა - მოედანი

ბრენდული - სახელობითი

ვიზაჟისტი - გრიმიორი

პოსტფაქტუმ - ფაქტის შემდეგ

დეჟავუ - რაც უკვე იყო

ბარბექიუ - მაყალზე შემწვარი ხორცი

უიქენდი - შაბათ-კვირა

დეიოფი - უქმე დღე

ბორდი - საბჭო

ბორდერი - საბჭოს წევრი

სანტა კლაუსი - თოვლის ბაბუა

მითინგ რუმი - შეხვედრების ოთახი

ესსე - თავისუფალი თემა

სელფი - ავტოფოტო

კუტიურიე - ქალის ტანსაცმლის მკერავი

ლატენტური - ფარული

ლუსტრაცია - გამჟღავნება

ლობი - მფარველი (კრიშა, პროტექტორი)

მენეჯმენტი - მართვა

მუსირებს - ვრცელდება

ნონსენსი - უაზრო

იდენტური - მსგავსი

პაპარაცი - დადარაჯებული, „მონადირე“", სკანდალური ფოტოგრაფი

ნოუჰაუ - სიახლე

პერმანენტული - განუწყვეტელი, მუდმივი

კიჩი - ფსევდოხელოვნება (ტუფტა)

ექსკლუზიური - განსაკუთრებული, გამორჩეული უფლება

დაშეარება - გაზიარება

დათაგვა - მონიშვნა

დალაიქება - მოწონება

სტილისტი - დალაქი, პარიკმახერი

დიზაინერი- თერძი, მკერავი

ვეტერინარი - ბეითალი

პერფორმანსი- წარმოდგენა

რეინჯერი - ტყის მცველი, ეგერი

აკრედიტაცია -აღიარება, ნებართვა

ანგაჟირებული - მოსყიდული

ფოიერვერკი - სალუტი

ისტებლიშმენტი - ელიტა

კარტბლანში - სრული თავისუფლება

ბესტსელერი - გაყიდვადი

სენსიტიური - მგძნობიარე

კრეატიული - შემოქმედებითი

პორტფოლიო - მიღწევები, „ჩინ -მედლები“

cv, კურუკულუმი - ავტობიოგრაფია

ეიჩარი - კადრების თანამშრომელი

ეპატაჟი - სკანდალური გამოსვლა

ელექტორატი - ამომრჩეველი

მარლა - ჯალაშა

ბოკალი - ორთომელი

კულონი - გულქანდა“.

 

 

big_banner
არქივი