logo_geo
ირაკლი შონია: პირველად ეს ხე სოფელ ჯიხაშკარში ვიხილე, პირველი პრეზიდენტის გაცემის ადგილას...
- +

18 აპრილი. 2018. 20:34

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს:

 

„არღავანის ხე გაზაფხულობით ულამაზესია, მას იუდას ხესაც ეძახიან... თქმულების მიხედვით ამ ხესთან გაყიდა იუდამ მაცხოვარი, რის გამოც ხესაც კი შერცხვა ღალატი, ფოთლები გასცვივდა და წითელი ყვავილები გამოისხა... მოგვიანებით ამ ხეზე ჩამოიხრჩო თავი იუდამ, ხოლო არღავანის ქვეშ ოცდაათი ვერცხლი ეყარა, მას შემდეგ იუდას ხე შეარქვეს ჟამთა აღმწერელებმა... ნიშანდობლივია რომ პირველად ეს ხე სოფელ ჯიხაშკარში ვიხილე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის გაცემის და დაღუპვის ადგილას... ჯიხაშკარში ბევრს უდგას ეზოში ეს ხე და სილამაზის გამო ძალიან მომინდა ჩემს ეზოშიც მქონოდა, ვისთვისაც არ უნდა მეთხოვა უარს არავინ მეტყოდა სამეგრელოში, მაგრამ მომერიდა.... მეორე დღეს დიდი საჩუქარი გამიკეთეს ბეჟან გვაზავამ და ლელა გაბელიამ ზუგდიდში ჩამომიტანეს ძირფესვიანად ამოღებული არღავანი, დიდი გზაც გაიარა სანამ ჩემს ეზოში დავრგავდი... ახლა გაზაფხულია და ჩემთანაც წითელ ყვავილებად ჰყვავის არღავანი...“- წერს შონია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი