logo_geo
გია გაბრიჭიძე: საქართველო დღეს „დეპრესიული რეგიონია“!
- +

19 აპრილი. 2018. 00:38

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„რა „შემაკავებელი ორდერი“ და რის „გაფრთხილება“?

 

რას ფოკუსნიკობენ!

 

საერთოდ მოწყდნენ რეალობას ეს „მოდემოკრატოები“.

 

ნარკოტიკის მოხმარებაზე, რომელიც ბევრად უფრო უწყინარი დანაშაულია, იყო ადმინისტრაციული ჯარიმა და გაფრთხილება განმეორებით შემთხვევაზე უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

 

სავარაუდოდ 99 პროცენტი ფეხებზე იკიდებდა ამ „შემაკავებელ ორდერს“.

 

აქ კი საქმე ძალადობასთან, ვიმეორებ - ძალადობასთან გვაქვს!

 

მილიონჯერ მაქვს დაწერილი, მილიონჯერ მაქვს ჩემს გადაცემებში ნათქვამი ფრაზა - დეპრესიული რეგიონი!

 

საქართველო დღეს ზუსტადაც რომ „დეპრესიული რეგიონია“.

 

როცა ეს ფრაზა 51-ე სკოლაში დატრიალებული უბედურების დროს დავწერე, ერთი-ორმა ჩემმა მეგობარმა გამაკრიტიკა.

 

დეპრესიული ახალგაზრდა თაობა, დეპრესიული მშობლები, დეპრესიული გარემოცვა, დეპრესიული ქვეყანა, დეპრესიული, დეპრესიული, დეპრესიული...

 

ფინანსური პრობლემები, მასობრივი უმუშევრობა, დასაქმებულთა შიში ხვალინდელი დღის მიმართ და მათხოვრული ანაზღაურება. ამ დროს საშინელი კონტრასტი „ამა სოფლის მარილებთან“ მიმართებაში, რომლებიც რეალურად ის „მარილები“ არიან, რომლებიც ხალხს გადაადგილებაში უშლიან ხელს.

 

ყოვლად უაზრო და არასაჭირო პრიორიტეტები.

 

განათლების დონის კატასტროფული ვარდნა.

 

ფასეულობების დამახინჯება.

 

არ ვარ რ2, მაგრამ „ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქო“?!

 

ერთი კი ვიცი, სანამ რეალურად გადასადგმელი ნაბიჯები არ დაისახება და სანამ ქვეყნის მომავლის განსაზღვრაზე მონოპოლია ე.წ. არსებული პოლიტიკური „მოთამაშეების“ უმრავლესობას ექნება, სანამ რაღაც დეკლარაციების ან რეზოლუციებიდან ამონარიდებით მოაზროვნე ხალხს ექნება ჩვენი მომავლის განსაზღვრის უფლება, არაფერი კარგი არ გველოდება“, - წერს გაბრიჭიძე.

 

 

big_banner
არქივი