logo_geo
სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგი თავდადება
- +

19 აპრილი. 2018. 23:49

 

 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი facebook-ის საკუთარ გვერდზე  სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 50 წლის მამაკაცის გადარჩენის შესახებ წერს.

 

„ყველა საჭირო სიტუაციაში, სახლსა თუ ქუჩაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ამჯერად მაღაზიიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ექიმებს, 50 წლის მომღერალი არჩილ ნიკოლაიშვილი უგონო მდგომარეობაში იატაკზე მწოლიარე დახვდათ, რომელსაც თვითმხილველების გადმოცემით მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება. მონიტორზე ფიქსირდებოდა ფიბრილაცია ( გულის გაჩერება), ასევე საძილე და პერიფერიულ სისხლძარღვებზე არ აღენიშნებოდა პულსაცია.

 

მე-4 რ/სამსახურის ბრიგადამ -0413 შემადგენლობით; უფროსი ექიმი ეკატერინე ხომერიკი, უმცროსი ექიმი თამარ რუხაძე და მძღოლი მალხაზი ფანცულაია, ადგილზე დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვით გულ-ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგადაც მამაკაცს აღუდგა სინუსური რითმი და სტაბილურ მდგომარეობაში გადაყვანილ იქნა თბილისის ცენტრალურ კლინიკაში შემდგომი მკურნალობისათვის.

 

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მამაკაცს გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი