logo_geo
თიკო შარაშენიძე: ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც ოზურგეთის „ოლიმპიურ სახლს“ ეხება...
- +

20 აპრილი. 2018. 03:04

 

 

„ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომელიც ოზურგეთის „ოლიმპიურ სახლს“ და სპორტის უანგარო სიყვარულს ეხება...“, - ამის შესახებ ჟურნალისტი თიკო შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„2011 წელს გურიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს ლაშა ლომაძე, საქართველოს ნაკრების პირველი ნომერი 10 წლის განმავლობაში, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი... ალბათ ყველა სპორტსმენმა იცის რამდენი სიკეთე გაუკეთებია ლაშას სპორტისთვის...

 

2011 წელს ლაშას პატრონაჟით „ოლიმპიური სახლის“ მშენებლობა დაიწყო, რომლის ანალოგიც საქართველოს არცერთ რაიონში არ არის... სპორტული კომპლექსი აერთიანებს სამ სპორტულ ობიექტს, ესენია: საცურაო აუზი, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი, კომპლექსში ასევე განთავსებულია ორი სასტუმრო ნომერი, სპორტული მუზეუმი, სპორტული ბიბლიოთეკა, სპორტ კაფე და მოსასვენებელი ვერანდა... „ოლიმპიური სახლი“ თანამედროვე ველნესს ცენტრია...

 

ახლა კი დავუბრუნდეთ იმ საფეხურებს რომელიც გამოვიარეთ....

 

2011 წელს დაწყებული მშენებლობა 2016 წელს დასრულდა, იმ დროინდელმა ქალაქის მერმა კომპლექსის წართმევა და მასში საბილიარდოს გახსნა მოინდომა, დიახ არ მოგესმათ საბილიარდოს... სწორედ მაშინ, როცა ოზურგეთელი ხალხი ელოდებოდა იმას რომ მათ რაიონში იქნებოდა საცურაო აუზი და სპორტული კომპლექსი....

 

ცოტა ადამიანმა თუ იცის რა ბრძოლა დასჭირდა ლაშას იმისთვის რომ ეს კომპლექსი შეენარჩუნებინა, მთელი საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონები გვერდით დაუდგა და კომპლექსი შეინარჩუნეს....

 

„ოლიმპიური სახლი“ საზეიმოდ გაიხსნა...

 

კომპლექსი ფინანსდებოდა რაიონის ბიუჯეტიდან და ამას არასდროს არ მოჰყოლია ინტრიგა, მაგრამ სწორედ მაშინ როცა მამაჩემმა დამოუკიდებლად მოუგო მმართველ პარტიას და გახდა ქალაქის მერი, რა თქმა უნდა, ისევ უნდა გაგრძელებულიყო კომპლექსის დაფინანსება და ოლიმპიურმა მიიღო კუთვნილი 30 000 ლარი, რომელიც მთლიანად შენობას და შშმ პირების სარეაბილიტაციო კურსს მოხმარდა...

 

მაგრამ ინტრიგნები რისი ინტრიგნები არიან საკუთარი მისია თუ არ შეასრულეს ამ ქვეყნად... კუმ ფეხი გამოყოო და დაიწყო გამოძიება რატომ გადაურიცხა საკუთარ სიძეს ქალაქის მერმა 30 000-იო... ოლიმპიურს კი არა სიძესო... აქვე იმას ვიტყვი, რომ ეს ე.წ ინტრიგნები ერთხელაც არ არიან ამ შენობაში ნამყოფი და არც ის იციან რა ხდება საერთოდ იქ და რამდენი კარგი რაღაც გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში... მოკლედ იჩივლეს, თანხის არამიზნობრივად ხარჯვააო, ჯიბეში ჩაიდო... ჰოი საოცრებავ იცით რა მოხდა?? გამოძიებამ იმის მეტი ვერაფერი იპოვა როგორ მოხმარდა ეს 30 000კომპლექსს და არა მხოლოდ 30, იცით კიდევ რა იპოვეს? როგორ დაახარჯა ამ კომპლექსს ლაშამ საკუთარი ჯიბიდან ამოღებული 80 000 ლარი... გთავაზობთ ოლიმპიურს ფოტოებს და თქვენ თვითონ განსაჯეთ რამდენი 30 000-ია დახარჯული ამ შენობის ამ დონემდე მისაყვანად...“, - წერს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი