logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: უნდა დაგვერგა, მარიტას სახესავით ალაკრული, აბრდღვიალებულ ყვავილებიანი ბროწეულები...
- +

21 აპრილი. 2018. 04:25

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„გასულ ოქტომბერს გედიას მარიტა მოკვდა, დასრულდა მზისფერი ყვავილი და გულები გავიხეთქეთ, ცრემლები ვღვარეთ და იდეები ვაფრქვიეთ - ძეგლი დავდგათო, ბროწეულის ბაღი გავაშენოთო - თბილისშიო, მერე პატარძეულშიო... ეეჰ, რა გულმავიწყი და ემოციებსაყოლილები ვართ, რა ძნელი კი იყო, ბროწეულების დარგვა... ბაღებს თქვენთვის თუ გაიშენებდით, თორემ „მარიტამ“ ვარსკვლავიც კი არ ინდომა და ბროწეულის მარადიულ ყვავილად დარჩა!

 

პ.ს, მაინც მგონია, რომ ბროწეულები უნდა დაგვერგა, მარიტას სახესავით ალაკრული, აბრდღვიალებულ ყვავილებიანი ბროწეულები...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

big_banner
არქივი