logo_geo
დინა მირცხულავა: იცი, რა დებილი იყო, უბანში ვერ გამოდიოდა!
- +

21 აპრილი. 2018. 11:15

 

 

- აუ, ბიჭო, იცი, რა დებილი იყო, უბანში ვერ გამოდიოდა!

- მაგას ვინ ათქმევინებდა რამეს, ხეზე ავაგდებდით და იქიდან ვაყურებინებდით!

- სტადიონზე ვინ შემოუშვებდა!

- ჩემი ჩანთაც მაგას მიჰქონდა სახლში!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი დინა მირცხულავა და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

- აუ, ბიჭო, იცი, რა დებილი იყო, უბანში ვერ გამოდიოდა!

- მაგას ვინ ათქმევინებდა რამეს, ხეზე ავაგდებდით და იქიდან ვაყურებინებდით!

- სტადიონზე ვინ შემოუშვებდა!

- ჩემი ჩანთაც მაგას მიჰქონდა სახლში!

მრავლად მომისმენია ასეთი „მარგალიტები“ უბანში, სკოლაში თუ უნივერსიტეტში...

ჰოდა, ეს ჩაგრული ბავშვები როგორები იზრდებიან, ეგეც გეცოდინებათ....

როგორც კი შანსი მიეცემა მსხვერპლს, რომ შური იძიოს, მაშინვე მოძალადე ხდება...

ხიდან რომ აყურებინებდნენ ფეხბურთს, შესაძლებლობა მიეცა თუ არა, ის ხე მოჭრა...

ისიც ჩემზე უკეთ იცით, როგორ გაუსწორდა კლასელებსა თუ უბნელებს...

ახლა ეს ბავშვიც გაიზრდება...

ხვალ და ზეგ გავიგებთ, რომ ვიღაც მოკლა, ვიღაც დაჭრა... დავდგებით მერე და ჩავქოლავთ, იმიტომ, რომ მკვლელის იქით, სხვა სახელს ვერ მოვუძებნით...

ყველა ტკივილი მახსოვს, რაც დევნილობის პერიოდში თანატოლებს მოუყენებიათ, მაგრამ გაბოროტება ავიცილე თავიდან...

ყველას ხომ არ შეუძლია ეს...

იმ ბავშვის ადგილას თვითონ როგორ შევძლებდი, არც კი ვიცი...

რამდენი მსხვერპლიც გვეყოლება, იმდენივე მოძალადეს მოვიმკით ხვალ... - წერს დინა მირცხულავა

 

 

big_banner
არქივი