logo_geo
ლევან ნიქაბაძე: გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება მამაჩემის საფლავიც იპოვონ...
- +

21 აპრილი. 2018. 11:47

 

„პირველად 24 წლის მანძილზე გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება მამაჩემის საფლავიც იპოვონ“, - წერს სოციალურ ქსელში აფხაზეთში დაღუპული მერაბ ნიქაბაძის შვილი და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს :

 

„მოკლედ, 2 დღის წინ მქონდა მიმოწერა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობასთან. როგორც იცით, 2017 წელს 25 ნეშტის იდენტიფიცირება და მათი ოჯახებისთვის გადაცემა მოხდა. ეს ნეშტები მოძიებულ იქნა სოფელ იაშტუხას სამარხის გახსნის შედეგად, სოხუმთან ახლოს. ჯამში 74 ნეშტის მოძიება მოხდა ამ სამარხიდან, დანარჩენი ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ მიმდინარეობს. 2010 წლიდან დღემდე 325 ნეშტია მოძიებული, ამოცნობილი კი მხოლოდ 126. დანარჩენი ნეშტების იდენტიფიცირების პროცესი კვლავ გრძელდება, ისევე როგორც ახალი პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის დადგენა და მათი ექსკავაცია. ნეშტის იდენტიფიცირება კომპლექსური პროცესია, რადგან მოითხოვს მკაცრ სამეცნიერო სიზუსტეს და სხვადასხვა დისციპლინის ექსპერტთა ჩართულობას. გარდა ამისა, პროცესზე დიდ გავლენას ახდენს გარე, ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა მაგალითად სამარხის ნიადაგის ტიპი, სადაც ნეშტები იქნა ნაპოვნი, მათი შენახვის ხარისხი, პერიოდი დამარხვიდან მოძიებამდე, სამარხის ტიპი და ა.შ., ასევე წარსულში არასწორი იდენტიფიკაციის შემთხვევები. ამ ფაქტორების გამო იდენტიფიცირების პროცესის დრო ყველა ცალკეული შემთხვევისთვის სხვადასხვაა. პირველად 24 წლის მანძილზე გაჩნდა იმედი, რომ შეიძლება მამაჩემის საფლავიც იპოვონ. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ წითელი ჯვარი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია, არ არიან ვალდებულები, დაგვეხმარონ და მათი მხრიდან ჩვენი დახმარება მათი კეთილი ნებაა. დიდი მადლობა“, - წერს ლევან ნიქაბაძე.

 

 

 

 

big_banner
არქივი