logo_geo
ნინო ჯღარკავა: განგაშის ზარებს როდემდე შემოვკრათ, ერი გადაგვარების წინაშეა!
- +

21 აპრილი. 2018. 15:25

 

 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მართლა ძალიან ვნერვიულობ ჩვენი მოზარდების მომავალზე... ნუთუ მათ მშობლებს არ ადარდებთ, როგორ ცხოვრობენ და რითი სუნთქავენ მათი შვილები?

 

13 წლის იყო ჩემი შვილი, როცა კლასის დამრიგებელმა გვითხრა, ძალიან ცუდ ბიჭებს არის აყოლილი და არ მომწონს, მათთან რომ მეგობრობსო. სიტყვა არ გვითქვამს, ისე გადავიყვანთ სხვა სკოლაში, ისტერიულად დავყვებოდი ყველგან, ფეხბურთზე, ექსკურსიაზე, ჩუმად მივყვებოდი, როცა ეზოში ბიჭებთან ერთობოდა. ერთი წამი არ ვტოვებდით უყურადღებოდ... დღეს 26 წლისაა, არ ვტრაბახობ, მაგრამ ასეთი გაზრდილი შვილი ბევრს არ ჰყავს, თუმცა, ახლაც კი ვაკონტროლებ, ვიცი, რომელ საათზე სად მიდის, ვიცნობ მის სამეგობროს, ვიცი, რა მუსიკას უსმენს, სად, რომელ კლუბში წავა გასართობად... ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ისტერიულად ვურეკავ და ვიცი, რომ არც ჩემი ზარები არ აღიზიანებს, თან ამას ისე ვაკეთებ, მის უფლებებს და თავისუფლებას არ ვარღვევ.

 

თქვენ კი, რა მოგივიდათ, 12-13 წლის ბავშვების ცხოვრება არ იცით, ბოლო-ბოლო სოციალურ ქსელში მაინც აკონტროლეთ, ვისთან მეგობრობს და რა მიზნები აქვთ! განგაშის ზარებს როდემდე შემოვკრათ, ერი გადაგვარების წინაშეა!“ - წერს ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი