logo_geo
ნათია ფანჯიკიძე: ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის...
- +

26 აპრილი. 2018. 12:34

 

 

81 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მთარგმნელი დალი ფანჯიკიძე გარდაიცვალა. დალი ფანჯიკიძის შვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დედა გარდაიცვალა.

 

26 და 27 აპრილს იქნება პანაშვიდი. შაბათს, 28 აპრილს, 3:00-ზე გასვენება. დიდუბის პანთეონში დაკრძალვა.

 

ყაზბეგის გამზირი 4 ა, ll სადარბაზო, lV სართული. სახლს შემოსასვლელი აქვს ბაგრატიონის ქუჩიდანაც.

 

ძალიან დიდი მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის, მაპატიეთ, რომ სათითაოდ ვერ გამოვხატავ და საერთო მადლობას ვიხდი. უღრმესი მადლობა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, დალი ფანჯიკიძე უნივერსიტეტის გერმანული ენის კათედრის მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი, 1993 წლიდან პროფესორი და კათედრის გამგე იყო.

 

დალი ფანჯიკიძეს თარგმნილი აქვს თომას მანის „ბუდენბროკები“ და „ჯადოსნური მთა“, უ. პლეცდორფის „ახალგაზრდა ვ.–ს ვნებანი“, გოეთეს „პოეზია და სინამდვილე“; ჰერმან ჰესეს „ფიქრი და განსჯა“, გრიგოლ რობაქიძის ესე „ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით“ და სხვა.

big_banner
არქივი