logo_geo
ირმა ინაშვილი: მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს
- +

26 აპრილი. 2018. 14:50

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების ფაქტს. ბოლო 2 წლის მანძილზე ჩემს არაერთ საჯარო გამოსვლაში იყო მოწოდება, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნებულიყო პოლიტიკის სივრცეში. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის მხრიდან არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი დამთავრდება, რაც აშკარად გვაზიანებდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის შიგნით ბიძინა ივანიშვილის სახელით სპეკულაციები დასრულდება. ეს ნიშნავს იმას, რომ „რაღაცა უბედურება“ ხდება, რომლის შესაჩერებლადაც ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში შემოდის. ზუსტად ეს ტერმინი გამოიყენა, როცა მიდიოდა. „რაღაცა უბედურება უნდა მოხდეს, რომ იძულებული გავხდე, პოლიტიკაში დავბრუნდეო“. ეს ნიშნავს იმას, რომ შანსი ჩნდება, - ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური ჩიხიდან და საერთო ძალებით დავიწყოთ საქართველოსთვის სასიკეთო და სასიცოცხლო საქმეების კეთება: ნაწილმა სახელისუფლებო პოზიციებიდან, ნაწილმა - ოპოზიციური ფლანგიდან, ნაწილმა საკუთარი პროფესიული სივრციდან და ნაწილმა - სახლიდანაც კი“, - წერა ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი