logo_geo
ირინა სარიშვილი: ყველაფერს დავთმობდი, შენი ძმების გარდა, რომ გულზე მიგიკრა...
- +

28 დეკემბერი. 2016. 17:12



პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორ დავთმობდი ყველაფერს, შენი ძმების გარდა, რომ გულზე მიგიკრა, კისერში გაკოცო და ვიყო ბედნიერი იმის ფიქრით, რომ მომავალ ახალ წელს ირბენდი და ერთად გავიხარებდით.

 

როგორ მიყვარხარ და როგორ უნდა ვიყო ორგან - ცაში შენთან და მიწაზე შენს ძმებთან და როგორ ვისწავლო ასე ცხოვრება და არავინ ჩემი დარდით არ შევაწუხო", - წერს ირინა სარიშვილი.


შეგახსენებთ, ირინა სარიშვილმა ცოტა ხნის წინ მეოთხე ბიჭი იშვილა, რომლიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.


 

big_banner
არქივი