ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება:
„მოკლედ, წასვლას ვაპირებდი ჟურნალისტიკიდან და რაკი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, მეც მოვბრუნდი“, - წერს ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.