logo_geo
გია გაბრიჭიძე: ახალი მედიაჰოლდინგის შექმნა აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია...
- +

28 დეკემბერი. 2016. 21:13


 

„ახალი მედიაჰოლდინგის შექმნასთან დაკავშირებით საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები ვრცელდება",- ამის შესახებ ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ არსებულ რეალობაში აღნიშნული ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია.


„პირდაპირ ვიტყვი, რომ არსებულ რეალობაში ეს ნაბიჯი აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია, რადგანაც ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებული სიტუაცია, რომელიც განპირობებულია პირველ რიგში ე.წ. რეიტინგების დამდგენი ორგანიზაციის "საქმიანობით" და მეორეს მხრივ რეკლამების არა გადაცემების ხარისხის და რეალური რეიტინგის მიხედვით განაწილებაზე, არამედ რეკლამების მიმტანი კომპანიების არაკომპეტენტური მიდგომით, აბსოლუტურად ვერ უზრუნველყოფს მედიის თავისუფლად განვითარებას.

 

ჰოლდინგის შექმნა და მასში ბეჭდური მედიის გაერთანება ამ უდიდესი პრობლემის მოგვარების საკმაოდ რეალური გზაა, რადგანაც თუ ჰოლდინგი მასთან მიტანილი რეკლამის განაწილებას პროდუქტის ხარისხის მიხედვით მოახდენს, მაშინ მედიასივრცე გათავისუფლდება არსებული ბალასტისა და უგემოვნო პროდუქციისაგან",- წერს გაბრიჭიძე. 


 

big_banner
არქივი