logo_geo
გელა ზედელაშვილი: თქვენ საკუთარ ოჯახებში აღარ გისმენენ, ცოლები გაგიჟებას არიან და...
- +

29 აპრილი. 2018. 22:45

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ბოლო ორი დღეა, ტელევიზორში ე.წ. ჭკვიანი კლიენტები, რომლებსაც ლაქლაქის მეტი არაფერი გაუკეთებიათ, ამტკიცებენ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, თუ ივერია არ გაბრწყინდება, მხოლოდ ის დაისჯება.

 

ოე, ოე... იქნებ ამ კაცს იმაში მაინც შეუწყოთ ხელი, ქუჩაში მწვანეზე გადახვიდეთ, წითელზე გაჩერდეთ და კორპუსებიდან ნაგავი აღარ ისროლოთ!

 

აქ, „ფეისბუქში“ კიდე ლოთები ვიცი, ყოველ დილით „პახმელიაზე“ ივანიშვილის ლანძღვით გამოდიან.

 

ვიშ... ბიჭებო, თქვენ საკუთარ ოჯახებში აღარ გისმენენ, ცოლები გაგიჟებას არიან და ახლა გინდათ, ბიძინამ თქვენ ჭკუაზე იაროს?!

 

თან იძახით, ყველაფერზე პასუხი ერთმა კაცმა უნდა აგოსო და თან ამტკიცებთ, ბელადი არ გვჭირდებაო. მოკლედ, აირჩიეთ - ან ქუჩაში გადასვლას ისწავლით დემოკრატიულ საწყისებზე, ან კიდე გეყოლებათ პასუხისმგებლობით აღსავსე ბელადი!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

big_banner
არქივი