logo_geo
რეზო ხოფერია: ხან მირჩიეს „მეგობრულად“, ხანაც პირდაპირ დამემუქრნენ...
- +

30 აპრილი. 2018. 01:01

 

ყოფილი პარლამენტარის ხათუნა ხოფერიას შვილი რეზო ხოფერია სოციალურ ქსელში წერს:

 

„თავის დროზე რესპუბლიკელებს აქტიურად ვუტევდი, ამის გამო მტრად შემრაცხეს. შემდეგ ალასანიას შესახებ გამოვთქვი უკმაყოფილება, და ანათემას გადამცეს. მარგველაშვილს არჩევნების დროს მხარი არ დავუჭირე და ამის გამოც გამროზგეს. ახლახანს პორტირებულების წინააღმდეგ დავიწყე აქტიურობა, და ხან მირჩიეს „მეგობრულად“, ხანაც პირდაპირ დამემუქრნენ. ვიღაც-ვიღაცეებმა ჩემთან ურთიერთობასაც მოუკლეს, ეტყობა „იქ“ არ მოუწონებდნენ ასეთ მეგობარს...

სიმართლე გითხრათ დიდად არ მიხარია ყველა ამ სიტუაციაში მართალი რომ აღმოვჩნდი, უბრალოდ გული მწყდება იმ ადამიანებზე, ვისაც ამ პროცესების დროს ვკარგავ იმის გამო, რომ მათ ერთი ადგილის გათბობა ურჩევნიათ რეალობისთვის თვალის გასწორებას და იმ მხარეზე დგომას, რომელი მხარეც საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს...

ახლა ყველამ გაიხსენეთ ვის რა გაქვთ მიქარული, თუნდაც ერთი პორტირებული ნაციონალის დასაცავად, შემდეგ ხელი ჩაკიდეთ ერთმანეთს და კუ კუუუ...“ - წერს ხოფერია.

 

big_banner
არქივი