logo_geo
ბაკურ სვანიძე: რა ვთქვა, ძმაო? მსუბუქი იყოს? მეტყველების უნარი აღარ მაქვს...
- +

30 აპრილი. 2018. 02:40

 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტის და გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორის ირაკლი თოდუას გარდაცვალებას ეხმაურება:

 

„ფეისბუქი“ მიწერს - „თქვენ ისაუბრეთ 22 საათის წინ“. 18 საათის წინ კი, დღეს, დილის 6 საათზე ეს ადამიანი  გარდაიცვალა... სიკვდილამდე 4 საათით ადრე ვისაუბრეთ...

 

დილითვე დამირეკეს. დაიძინა და ვეღარ გაიღვიძაო. როგორია? 43 წლის კაცმა დაიძინა და აი ასე, ვეღარ გაიღვიძა...  დღეს უბრალოდ ვერ მივედი იქ. საჭესთან გავხდი ცუდად.

 

თვალებში ბრჭყვიალა ბურთები დარბოდა. გმირთა მოედანი - ვაკის ახალ გზაზე რომ სასწრაფო დახმარების პუნქტია მაქამდე მივაღწიე. წნევა 180/120. უდიდესი მადლობა ძალიან გულისხმიერ ექიმებს. მომასულიერეს და მკითხეს ხომ არაფერი მოხდა ისეთი,  რაც ემოციას გამოიწვევდა ჩემში. ამის შემდეგ მითხრეს,  რომ იქ არავითარ შემთხვევაში არ მივსულიყავი დღეს... „გეტყობათ, ძალიან ემოციური ხართო“. კაცმა, ძმაკაცმა, მეგობარმა, 43 წლის ადამიანმა 4 საათით ადრე მელაპარაკა, მერე დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა ბიჯო! მოდი და ნუ იქნები ემოციური... 16 წლისამ დავიწყე მუშაობა. 42-ის ვარ ახლა. ამ 26 წლის მანძილზე უამრავ ადგილზე ვიმუშავე. მათ შორის გაზეთებში. 2 გენიალური მთავარი რედაქტორი არის ჩემს ხსოვნაში - (უკვე ხსოვნაში!) თემურ მეტრეველი და ირაკლი თოდუა... თემურ მეტრეველი ჩემზე საკმაოდ უფროსი, როგორც მამა დამიდგა გვერდით და არა მხოლოდ ჟურნალისტის,  არამედ ცხოვრების გზაზეც გამიყვანა... ირაკლი თოდუა - ჩემი კბილა ბიჭი, ძმასავით დამიდგა  გვერდით და აი, აქამდე მომყვა ჟურნალისტობის, კაცობის, პატრიოტობის, ცხოვრების გზაზე! ამის იქით ვეღარ „გამიქაჩა“...

 

დაიძინა, ბიჯო... და ვეღარ გაიღვიძა...

 

რა ვთქვა, ძმაო? მსუბუქი იყოს? შეგინდოს? გაცხონოს? თუ რა ვთქვა და როგორ ვთქვა მართლა მეტყველების  უნარი აღარ მაქვს. აღარ შემიძლია... დილით ამ ამბით გაოგნებულმა ვერც შენი სახელი და გვარი დავწერე ღიად, რადგან შენი მშობელი დედა  მოყავდათ ზუგდიდიდან - ძალიან ავად არის ირაკლიო... არ ეუბნებოდნენ... ან როგორ ეტყოდნენ და ან რას ეტყოდნენ? ან ვინ და რა უნდა უთხრას აი, იმ „უმცროს თოდუას“ ვისაც  შენი ტელეფონი ჰქონდა „ოკუპირებული“ და ვისზეც ამხელა სიყვარულით მწერდი... სიკვდილამდე 4 საათით ადრე...“ - წერს სვანიძე.

 

big_banner
არქივი