logo_geo
ოთარ ჩრდილელი: გაეცანით, გადაეცით, გააფრთხილეთ!
- +

30 აპრილი. 2018. 11:03

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გაეცანით, გადაეცით, გააფრთხილეთ, გაავრცელეთ!

 

ხვალიდან, 1️ მაისიდან, მოწევა იკრძალება:

 

ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში;

 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში - გარდა ტაქსისა და კატერისა (კატერზე გვქონდა მაგარი მოთხოვნა, კიდევ კარგი, დავტოვეთ).

 

საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე.

 

სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;

 

ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე, იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება.

 

მოწევა იკრძალება კაფე-ბარებსა და რესტორნებში.

 

მოწევა დაშვებულია:

 

ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას;

 

თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;

 

პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი; წინასწარი დაკავების იზოლატორში;

 

მოწევა ასევე ნებადართული იქნება კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; სამორინეში; აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში.

 

სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

 

2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია სტადიონის ტერიტორიაზე მოწევა. 2020 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია თამბაქოს მოწევა სასტუმროს ნომრების არაუმეტეს 20%-ში“, - წერს ჩრდილელი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი