logo_geo
''გული დამეწურა დეე! ვიცი არ მოგეწონება მაგრამ...'' - ლევან ჯიბღაშვილის დედის ემოციური წერილი შვილს!
- +

30 აპრილი. 2018. 23:20

 

„ლევანის ერთ-ერთ ინტერვიუს ჩავაყოლე თვალი და... უამრავ დადებით კომენტარს შორის, ერთ ღვარძლიან მინაწერს მივადექი! ასე მთავრდებოდა... ნეტავი ერთი ვიცოდე ვინაა, ეს ლევან ჯიბღაშვილიო?! გული გამეწურა და დე! ვიცი არ მოგეწონება, მაგრამ ვერ შევძელი არ მეპასუხა!“, - ამის შესახებ ლევან ჯიბღაშვილის დედა, ნონა ჯიბღაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვინაა ლევან ჯიბღაშვილი?! ვინაა და არც არავინ ისეთი... ლევან ჯიბღაშვილი ერთი ჩვეულებრივი ქართველი ბიჭია, რომელიც ქვეყანაზე ერთი არაჩვეულებრივი და გულწრფელი, პოზიტიური და ლამაზი, დიდი და ხმაურიანი სიყვარულის გაგრძელებად დაიბადა. შემდეგ ყველა ზემოთჩამოთვლილი, უფლის ნებით ხასიათის თვისებად გაიხადა, ამ ყველაფერს კი ზედ ნიჭიერება და მიზნისაკენ სწრაფვის განსაკუთრებული უნარიც დაერთო და მიუხედავად გულში შენახული დიდი ტკივილებისა, ამ ყველაფრით და უფლისადმი დიდი მადლიერების გრძნობით სავსე გულით, როგორც შეძლო, ისე მოერგო ცხოვრებას! ( და მე მგონა რომ, ერთი ახალგაზრდა კაცის კვალობაზე, არც თუ ისე ცოტა შეძლო!)

 

ძლიერი ნებისყოფა და შრომისმოყვარეობა ცხოვრების მეგზურებად აირჩია და კაცურად მოვიდა იქ სადაც დღესაა!

 

არც ანგელოზია, არც უცოდველი კრავი და არც უნაკლო ადამიანი! თავისი წილი ავიც აქვს და კარგიც, შეცდომაც ბევრი ქონდა და გაცრუებაც არ იყო მისთვის უცხო! მშიერიც იყო და ხელმოცარულიც ! თუმცა არასდროს გაბოროტებულა! არ მახსოვს მისგან არც საყვედური და არც წუწუნი. თავზე ჭერი არ ქონდა და ფეხზე ფეხსაცმელი და მაინც, ყოველთვის და ყველაფრისთვის უფლის მადლობელი იყო და არის!

 

სხვა რომ ოცნებობდა წარმატებაზე, ლევანი დღე და ღამ თავდაუზოგავი შრომითა და ბრძოლით ქმნიდა თავის მომავალს და წარმატებას! სულ ესააა სიმართლეც და საიდუმლოც!

 

კი მე დედა ვარ და იქნებ სუბიექტურიც, თუმცა ზუსტად ვიცი რომ, თუ კითხავთ ლევანს, გასწავლით!

 

როგორ გწამდეთ უფლის და როგორ იყოთ მისი მადლიერი, ნებისმიერ შემთხვევაში!

 

რომ უქონლობა ნაკლი არააა და მოწყალების გაღება კი ღვთის წილი მადლია!

რომ უშეცდომო ადამიანი არ დაბადებულა მაგრამ ,კაცმა უკან მოხედვისას სინდისის ქეჯნა არ იგრძნო!

 

როგორ უნდა იყოთ კარგი შვილი და იმაზე კარგი შვილიშვილი!

 

როგორ და ითმინოთ განსაცდელი და რატომ და როგორ უნდა გიყვარდეთ ჭეშმარიტი სიყვარულით!

 

სად და როგორ მოძებნოთ მეგობრები და მიუხედავად მათი ერთგულებისა თუ შეცდომებისა, არ დაგავიწდეთ რომ ნებისმიერი საქმის კეთებას, ძმობის სიმტკიცე არ უნდა შესწიროთ!

 

როგორ უნდა დაიმკვიდროთ, თქვენი ადგილი ცხოვრებაში, კაცურად და ეს ყველაფერი რომ სიმართლითა და სუფთა გულით უნდა აკეთოთ!

 

როგორ უნდა დაიწყოთ არაფრიდან და მიაღწიოთ ყველაფერს!

საკუთარ თავში კი მოძებნოთ ძალა, რომ წარმატების სინათლემ და ბრჭყვიალებამ არ დაგაბრმავოთ!

აი სულ ესაა და ეს ლევან ჯიბღაშვილის, საიდუმლოც და სიმართლეც!

 

და ღმერთი კი, არს მართალთა!

 

--- დე! წინ კი ხვალინდელი დღეა! ყველაზე დიდი პასუხისმგებლობები და წარმატებები ჯერ წინაა! ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერებით სავსე ცხოვრება მოგცეს უფალმა! მიყვარხართ!

 

  1. S. სხვა ადამიანის წარმატება კი უგვანო, არ შემდგარ და წარუმატებელ ადამიანს ხეთქავს გულზე, თორე... ბედნიერი ხალხი საკუთარი ბედნიერებით ტკბება, სხვისთვის სად სცალიათ!“ - წერს ლევან ჯიბღაშვილის დედა.

 

 

 

big_banner
არქივი