logo_geo
მერაბ მეტრეველი: ვინც ამ ყველაფერს თავისით ვერ ხვდებოდა, კანონი ეტყვის - მიბრძანდით გარეთ!
- +

2 მაისი. 2018. 00:53

 

 

1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის საფუძველზეც ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოწევა იკრძალება.  ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი აღნიშნულ კანონს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„1 მაისი - ისტორიული დღე, როცა კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ცივილიზებული სამყაროსკენ. ხვალიდან იმ ადამიანებს, ვინც თავისით ვერ ხვდებოდა, რომ საკუთარი სიამივნებისთვის სხვის ჯანმრთელობას ზიანი არ უნდა მიაყენოს, ვინც ვერ ხვდებოდა, რომ მისი სიამოვნება არ ღირს იმად, რომ ამ სივრცეებში დასაქმებულ ადამიანებს (ოფიციანტებს და სხვებს) უქმნიდეს ჯოჯოხეთურ სამუშაო პირობებს ანუ იძულებულს ხდიდეს, მთელი დღე თამბაქოს კვამლით გაბუღულ დარბაზებში იმუშაონ და ჯანმრთელობა დაიზიანონ, აი, სწორდ ასეთ ადამიანებს, ვინც ამ ყველაფერს თავისით ვერ ხვდებოდა, კანონი ეტყვის: მიბრძანდით გარეთ!“ - წერს მეტრეველი.

 

 

 

 

big_banner
არქივი