logo_geo
დაჩი ცაგურია: ეს სიახლეა ქართული მედიცინისთვის!
- +

2 მაისი. 2018. 14:41

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ძვირფასო ჟურნალისტებო! უმორჩილესად გთხოვთ, ცუდი ამბების გაშუქების გარდა, კარგი ინფორმაციაც გაავრცელეთ. აქ თქვენ პირველ ფოტოზე ხედავთ იშემიური ინსულტის უმძიმეს შემთხვევას, ხოლო მომდევნოზე - თუ როგორ გახსნა ნეიროქირურგმა გიორგი ეგუტიძემ დატრომბილი არტერია. აღნიშნული მანიპულაცია ენდოვასკულარული გზით, ბარძაყის არტერიიდან ჩხვლეტით გაიხსნა.

 

ეს სიახლეა ქართული მედიცინისთვის და დაახლოებით ერთი თვეა, რაც დაინერგა. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ამ მიმართულებით არის მნიშვნელოვანი გარღვევა და კარგი იქნება, ამ წარმატების შესახებ საზოგადოებას მივაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია.

 

ხშირად ვაწყდები მედიაში ბრალდებებს ქართველი ექიმების შეცდომებზე, ხშირად გადაჭარბებითა და უსამართლოდაც ილანძღებიან ქართველი მედიკოსები. მოკლედ, მე ახლა არ ვაპირებ ამ საკითხის ირგვლივ დისკუსიის მოწყობას, უბრალოდ, ვიტყვი, რომ თხემით ტერფამდე ვგულშემატკივრობ ქართულ მედიცინას!

 

P.S. რატომ არის აუცილებელი ასეთი ინფორმაციის გაშუქება? იმიტომ რომ საზოგადოებამ იცოდეს ასეთი სიახლის შესახებ, რათა იშემიური ინსულტის დროს დროულად მოხდეს პაციენტის ისეთ კლინიკებში გადაყვანა, სადაც ასე მარტივადაა შესაძლებელი უბრალო ჩხვლეტით ტრომბექსტრაცია ბარძაყის არტერიიდან. ასეთი ჩარევის შემდეგ პაციენტები გაწერეს მეოთხე დღეს ყოველგვარი ზიანის (მეტყველების, კიდურების, მეხსიერების შეზღუდვის) გარეშე, სრულად გამოჯანმრთელებულები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს და აგრძელებენ აქტიურ ცხოვრებას!

 

ეს სიახლე საქართველოში შემოიტანა სამედიცინო ტექნოლოგიების გამავრცელებელმა კომპანია „Modern Medical Solution“-მა“, - წერს დაჩი ცაგურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი