logo_geo
ქრისტინე იმედაძე: ყალბია შენი გართობა „დანამატების“ ქვეშ! ფულს იხდი უხარისხო ილუზიაში, რომელიც კლავს!
- +

7 მაისი. 2018. 23:06

 

 

მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თუ მუსიკის მოსასმენად და მისგან სიამოვნების მისაღებად რაიმე დანამატი გესაჭიროება - ნიშნავს იმას, რომ ეს არ არის შენი მუსიკა... კლუბში გასართობად პატარა დოზა ალკოჰოლისაც საკმარისია...

 

თუ ესეც არ გართობს მაშინ არც კლუბშია შენი ადგილი ... შეცვალე გასართობი მისამართიც და მუსიკის მიმდინარეობაც...

მოუსმინე სოულს, ჯაზს... დიდი არჩევანია მუსიკალურ სამყაროში ...

გართობა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად არ ღირს ...

არც „მოდა“ არ ღირს ამად!

ყალბია შენი გართობა „დანამატების“ ქვეშ...

ფულს იხდი უხარისხო ილუზიაში რომელიც კლავს!“ - წერს იმედაძე.

 

 

big_banner
არქივი