logo_geo
ზურაბ გაიპარაშვილი: ტრისტან მახაური სიცოცხლის ბოლო წუთებშიც უნივერსიტეტზე ფიქრობდა...
- +

8 მაისი. 2018. 22:01

 

ზურაბ გაიპარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე დღის წინ დამირეკა ლელა მახაურმა, ტრისტანის დამ. მითხრა, რომ მისი ძმის მოკრძალებული ბოლო სურვილი იყო, ტრისტანის პატარა ბიბლიოთეკა დედაუნივერსიტეტის ბიბლიოთეკას გადმოსცემოდა... როგორც ერთი უნივერსიტეტელი და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, მადლობას გიხდი, ჩემო სიჭაბუკის მეგობარო, კეთილო, ნათელო კაცო, ნამდვილო უნივერსიტეტელო, სიცოცხლის ბოლო წუთებშიც უნივერსიტეტზე ფიქრისთვის! ამიერიდან შენი ხელშევლებული წიგნების კოლექცია უნივერსიტეტის წიგნსაცავში, ჩვენი დიდი უნივერსიტეტელების პირადი ბიბლიოთეკების გვერდით, მონახავს ადგილს და შენც მაგ წიგნებთან ერთად მუდამ გაგიხსენებენ სტუდენტები, როდესაც შენეულ წიგნებს გადაფურცლავენ!“ - წერს ზურაბ გაიპარაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი