logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: მეც მინდა, გამარჯვებული და წელგამართული მენახოს ჩემი ქვეყანა!
- +

9 მაისი. 2018. 16:12

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ომი რომ დამთავრდა, 1945 წელს, 12 წლის ვიყავი - მითხრა მამაჩემმა. ნაომარ ქვეყანას უჭირდა, ოჯახი არ იყო, დაღუპული, შინმოუსვლელი და ხეიბარი რომ არ ჰყოლოდა, ნავთის და პურის რიგები, ნახევარი კილო შაქარი თუ იყო სახლში, ნენა სასტუმროდ ინახავდა, სასკოლოდ ჭიაფერაში შეღებილი ტილოსგან გვიკერავდენენ შარვლებს, მაგრამ დილაუთენია სიმღერ-სიმღერით და ხალისით ჩაის პლანტაციებში გარბოდნენ, ქარხნებში ცვლებში მუშაობდნენ, გაღმა სოფელში ჩაის ფაბრიკა იყო და იმის საყვირზე საათს გაასწორებდი, კილომეტრებს გავდიოდით, სანამ ჩვენს ყანას მივაღწევდით და სახლში სული ძლივს მოგვქონდა. მაგრამ ამას „რაცხა სხვაფერი“ შემართებით ვაკეთებდით, ვიცოდით, ქვეყანა იყო ასაშენებელი, მარა, კიდევ იცი რა იყოო, ომი გვქონდა მოგებული, დიიიდი ომი და გამარჯვებული კაცი რაფერი დაგლახებული და დარდიანიც არ უნდა იყოს, მაინც წელგამართულიაო!!!

 

ჰოდაა, დღესაა ამ გამარჯვების დღე, ფაშიზმზე გამარჯვების დღე და მეც მინდა გამარჯვებული და წელგამართული მენახოს ჩემი ქვეყანა და მერე მამაჩემს და ნაპოლეონს ერთნაირად დავუჯერებ - გამარჯვებულთა ჭრილობები მალე ხორცდებაო!!!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი