logo_geo
ლევან ადეიშვილი: ასეთები არ იყვნენ გმირები?!
- +

10 მაისი. 2018. 01:08

 

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი ლევან ადეიშვილი facebook-ზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„როგორ არ მინდოდა ამ თემაზე დაწერა! არაფერი არ მოუყოლია მამაჩემს ჩემთვის ომზე,  ისე ეჯავრებოდა გახსენება, არაფრით არ უსარგებლია ინვალიდობის საბუთის მქონეს.

რამოდენიმე ამბავი ისიც დედაჩემისაგან ვიცი...

როდესაც სანგრიდან სანგარში გადავრბოდით ტყვიების წვიმაში რაც შეიძლება მალე მოკლე გზით ჩქარა უნდა გადაგერბინა და ჩამალულიყავიო... მომხდარა იმდენი მკვდარი ეფინა ზედ დაბიჯებით გადარბოდნენო არასოდეს დამიბიჯებია ფეხი! სულ ვფიქრობდი უფალო დაე მოვკვდე მარა მკვდარს ფეხს არ დავაბიჯებ ამიტომ ზიგზაგებით და გვერდის ავლით სულ ჩამორჩენილი გადავრბოდიო, ქერჩში იყო ქერჩში!

სიკვდილისას რომელიც ისევ ჭრილობების გამო დაუდგა  სანამ აზრს დაკარგავდა დედაჩემი გააფრთხილა ვკვდები და ნუ გადაირევიო მერე ბიძაჩემს უთხრა ბიჭიკონა სანთელი აანთე და ხელში ჩამიდე რად გინდა ევტიხოო გზა უნდა გავინათო იქეთო მისმა პატარა ძმამ დავითმა წვერი ჯარში გაიპარსა პირველად და სადაა მისი ძვლები არავინ იცის!

ბებიაჩემი სიკვდილამდე ელოდა უმცროს ძმას უშანგის!!

თქვე ახვრებო ასეთები არ იყვნენ გმირები?!“ - წერს ადეიშვილი.

 

 

big_banner
არქივი