logo_geo
გიორგი გიგაური: სტალინმა და ბერიამ საქართველო გადაარჩინეს - ააყვავეს!
- +

10 მაისი. 2018. 01:35

 

 

ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„სტალინმა და ბერიამ საქართველო გადაარჩინეს და ააყვავეს!

 

წააკითხეთ ეს უვიც ნაც-ლიბერასტ-ერთუჯრედიანებს, 1941-1945 წლების ომი მხოლოდ რუსეთის ტრამალებზე მიმდინარე ბატალიები რომ ჰგონიათ და თუთიყუშებივით რომ გაიძახიან, სტალინს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო და ის ომი ჩვენთვის სამამულო ომი არ იყოო!

 

* * *

კრემლში მაგიდასთან სულ ხუთი კაცი იჯდა. ხუთი კაცი, რომლებზეც იყო დამოკიდებული არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის, არამედ კაცობრიობის ბედი -სტალინი, მოლოტოვი, ბერია, ვოროშილოვი, მალენკოვი.

 

„მდგომარეობა კავკასიაში სერიოზულია, თითქმის კატასტროფული. ეს შორს მიმავალი პოლიტიკა და იდიოლოგიაა, მათ სურთ, დაარწმუნონ თურქეთი, რომ კავკასია დაპყრობილია, მათ სურთ ჩვენს საზღვრებთან მომდგარი მილიონიანი თურქული არმია საქართველოში შემოიჭრას და დაიკავოს ამიერკავკასია. შევინარჩუნებთ თუ არა კავკასიონს, ამას ომის მიმდინარეობა დაგვანახვებს. კავკასიონის უღელტეხილების დაცვას უშუალოდ თქვენ უხელმძღვანელებთ, ამხანაგო ლავრენტი.

 

კავკასიონის დაკარგვა მოსკოვის აღების ტოლფასია!

 

შეგიძლია თუ არა, დაიცვა კავკასიონი და შენი ქვეყანა? სვანეთის უღელტეხილებისა და, კერძოდ, ბეჩოს გადასასვლელის დაცვა თქვენი უპირველესი დავალებაა.” - წარმოთქვა სტალინმა.

 

- მზად ვარ, მოვკვდე სამშობლოსათვის, დავიცვა მისი ღირსება და დამოუკიდებლობა, - უპასუხა ბერიამ.

 

- უნდა მოკვდნენ გერმანელები და არა თქვენ”, - ღიმილით შეუსწორა სტალინმა...''

 

/აკაკი მგელაძის მოგონებებიდან/“ - წერს გიგაური.

 

 

big_banner
არქივი