logo_geo
ირმა ინაშვილი: ნარკორეალიზატორი, კანონდებლობა... ყველაფერზე ვმსჯელობთ და მეჩვენება, რომ მთავარ აქცენტს ვკარგავთ...
- +

10 მაისი. 2018. 14:38

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ნარკოტიკი, ნარკომომხმარებელი, ნარკორეალიზატორი, კანონდებლობა... ყველაფერზე ვმსჯელობთ და ამასობაში, მეჩვენება, რომ მთავარ აქცენტს ვკარგავთ. მზადაა სახელმწიფო, დააფინანსოს პრევენციული პროგრამები, რომ ჩვენს შვილებს დაწყებითი კლასებიდანვე კომპეტენტური ადამიანები კომპეტენტურად უხსნიდნენ, რა საფრთხეს შეიცავს ნარკოტიკის (ტერმინოლოგია და მეთოდოლოგია პროფესიონალებმა უნდა შეიმუშაონ). მოზრდილებთან პრევენციის სხვა სპეციფიკაა საჭირო. უნდა იყოს მუდმივად განმარტებული, რომ ე.წ. ერთჯერადი გასინჯვა არაა თამაში და ის ბოლოს და ბოლოს გადაიზრდება მოხმარებაში, რომ ნარკოტიკი და სიკვდილი ძალიან ახლოა ერთმანეთთან და ა.შ.

 

ამავდროულად, თუ გახდი მომხმარებელი, რა სტადიაზე რა ტიპის დახმარებას გთავაზობს საზოგადოება, სახელმწიფო. რა როლი აქვს ოჯახს, წრეს?! უნდა გავაცნობიეროთ, რომ განზე ვერავინ დავრჩებით, ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა!

 

მესმის და აუცილებელია ბრძოლა ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, კლუბების კონტროლის მექანიზმებიც მოსაფიქრებელია, რომ სახელმწიფომ არც გასართობი ბიზნესი მოკლას, თუმცა, არც ეს გასართობი ბიზნესი აქციოს მფლობელმა ახალგაზრდების სასაკლაოდ, მაგრამ ამ ციფრულ ეპოქაში, როცა ნარკოტიკი ინტერნეტით იყიდება და სულ უფრო და უფრო რთული ხდება ამ ჯაჭვის გახლეჩა, ჩვენ მაინც სასწრაფოდ უნდა ავიღოთ გეზი პრევენციული პროგრამების დანერგვისკენ. სახელმწიფომ არ უნდა დაიშუროს სახსრები საგანგებო, საგანმანათლებლო ანტინარკოტიკული სისტემის დასანერგად“, - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი